პროექტის მოკლე აღწერა:
ინთელექტუალური შეჯიბრება ჯგუფებს შირის ისტორიასა და გეოგრაფიაში . კითხვარები აღებულია მთელი წლის პროგრსმიდან.
პროექტის სრული აღწერა:
პროექტისთვის მოსწავლეთა შერჩევა მოხდა საგნებისადმი გამორჩეული სიყვარულით და ინტერესით. პროექტის მიზანია სწავლებისა და სწავლის პროცესის გაუმჯობესება, განათლების ხარისხის ამაღლება,განუვითარდეთ კვლევის უნარ–ჩვევები.
კონკურსის მიზანია მოსწავლეთა შეფასება ჯგუფებში და გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა სპეციალური ჟიურის მიერ.
მოთელვა:მოთელვას ვაწარმოებ პატარა სცენარის მოქმედებით, სცენარის სახელწოდებაა "ბლუმის 5 ტყუპი". მოთელვის მიზანია მოხდეს მონაწილეთა პროვოცირება , რათა შეექმნათ სათანადო განწყობა აზროვნებისთვის. მოსწავლეები წარდგებიან ჯგუფური მუშაობის სახით,მონაწილეები იყოფიან ორ ჯგუფად.
კგუფები შეეჯიბრებიან ერთმანეთს,ეძლევათ განსხვავებული დავალება,თითეულ ჯგუფს დაესმება შეკითხვები, როგორც ისტორიიდან ისე გეოგრაფიიდან.ჯგუფი უნდა მუშაობდეს შეთანხმებულად,ჯგუფის ყოველი წევრი უნდა ჩაერთოს საქმიანობაში, დავალება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დროში.
დღის შეფასება: როგორ შეაფასებდით დღევანდელ დღეს?
ხართ თუ არა კმაყოფილი თკვენი ცოდნის წარმოჩენით?
შენიშვნები თუ გაქვთ?
მონაწილეებმა პატარა ფურცლებზე უნდა დაწერონ პასუხები, ხმამაღლა უნდა წაიკითხონ და მიამაგრონ "მოლოდინების მზეს"
ჟიური აჯამებს ორი ჯგუფის მუშაობას სპეციალურად განკუთვნილ შეფასების ცხრილში და გამოავლენს გამარჯვებულ ჯგუფს.
წილმონაეთა ასაკი: მე–7 კლასი.
ვადები/ხანგძლივობა: მთელი წლის განმავლობაში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ჯქუფური, ინდივიდუალური თუ წყვილებში მოსწავლეთა აქტიური მუშაობა, პრეზენტაციები, დისკუსიები, დებატები.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას: მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, სხვისი აზრის გაზიარებას,საკუთარი აზრის გამოთქმას,დასაბუთებას და ა.შ.ისინი ეჩვევიან ფუნქციების დანაწილებას,დროის რაციონალურ გამოყენებას.
სარგებელი სხვებისთვის:სუსტი მოსწავლეების გააქტიურება.
სამუშაო ენა: ქართული ენა.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვყავს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, გეოგრაფია.
პროექტის ფასილიტატორი:თამარ გორგილაძე
ფასილიტატორის ელ–ფოსტა:tamro2009@gmail.com
გაკვეთილილის გეგმა: არასამთავრობო ორგანიზაციები
ჩემს შესახებ
- თამრიკო გორგილაძე
- ბათუმი, აჭარა
- მიყვარს შრომაც და დასვენებაც,არ მიყვარს სიზარმაცე.
суббота, 28 ноября 2009 г.
суббота, 21 ноября 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)